ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა

არ შეაჩერო შენი ბიზნეს საქმიანობა

გაიგე მეტი

ჩვენ დაგეხმარებით ბიზნესის ადაპტაციაში

ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს ციფრულ ადაპტაციაში

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა - კორონავირუსის პანდემიამ აიძულა ბიზნესები და ადამიანები, მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია.

დისტანცირებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ბიზნესებს, რის გამოც, მეწარმეებს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება, ამ ახალ რეალობასა და გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ბიზნესებს, უმოკლეს დროში შეძლონ პროდუქტებისა და სერვისების გაციფრულება, რათა წარმატებით მოახდინონ ციფრული ადაპტაცია საქმიანობის გასაგრძელებლად.

ადაპტერში ჩართულია

50-მდე ბიზნესი

პროდუქტების რაოდენობა

10,000-მდე პროდუქტი

რით დაგეხმარებით

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ბიზნესის ადაპტაციაში

ონლაინ გაყიდვები

სამყარო შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა ადამიანების მოთხოვნა პროდუქტებსა და სერვისებზე.
ჩვენი პარტნიორი პლატფორმის - Extra.ge-ს მეშვეობით:

  • დაგეხმარებით თქვენი პროდუქტების, მომსახურებებისა ან/და შეთავაზებების განთავსებასა და გაყიდვაში;
  • უზრუნველვყოფთ პროდუქტის ლოგისტიკასა და მომხმარებელთან მიტანას.

გაყიდვებისა და მარაგების მართვა

დისტანციურ რეჟიმში ბიზნესის მართვა დღეს დიდი გამოწვევაა. ოპტიმო სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს. ოპტიმო არის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მარაგებისა და გაყიდვების მართვის სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს, დისტანციურად, შენი საქმიანობის აღრიცხვასა და მართვას;

ოპტიმოს აქვს მარტივად გამოსაყენებელი პროგრამა, რომლით სარგებლობითაც ონლაინ რეჟიმში აკონტროლებ მარაგებს, აღრიცხავ შესყიდვებს, გაყიდვებსა და შემოსავლებს. ამასთან, ჩვენი გუნდი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ რეჟიმში 24/7 გაგიწიოს ტექნიკური მხარდაჭერა.

საბანკო სერვისები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Extra.ge-ს პლატფორმაზე ჩაშენებულია iPay - გადახდის ინოვაციური მეთოდი, რომლის დახმარებითაც, შეძლებ ვებგვერდებზე პროდუქტის შეძენასა და ანგარიშების გადამოწმებას საქართველოს ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით;

ასევე, ადაპტერში ჩართული ბიზნესები, ისარგებლებენ სპეციალური პირობებით საქართველოს ბანკისგან.

დისტრიბუცია და ლოგისტიკა

თუ შენი მიწოდების ქსელი და დისტრიბუცია არ გაქვს, ჩვენ უზრუნველვყოფთ შენ მიერ ციფრულად გაყიდული პროდუქტების მომხმარებლამდე მიტანას;

ადაპტერში ჩართულია რამდენიმე სადისტრიბუციო და ლოგისტიკური კომპანია, რომლებიც მზად არიან, შენი პროდუქტები დისტანციურად მიაწოდონ ნებისმიერ მომხმარებელს, მთელი საქართველოს მასშტაბით.

პარტნიორი
ადაპტერში ჩართულია

50-მდე ბიზნესი

პროდუქტების რაოდენობა

10,000-მდე პროდუქტი

ადაპტერი საერთო პლატფორმაა, სადაც ვერთიანდებით ციფრული ადაპტაციისთვის. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ცოდნის, გამოცდილებისა თუ სხვა რესურსების გაერთიანებით გვჯერა, რომ აუცილებლად შევძლებთ არსებული გამოწვევების დაძლევას და წარმატებით ადაპტაციას ახალ გარემოსთან

ციფრული ადაპტაციის პლატფორმა ბიზნესებისთვის

დაგვიკავშირდით

ყველა უფლება დაცულია 2020